ახალი ამბები

შსს: ნუცუბუძეზე ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, 1 მიიმალა

10 მაისი, 2015 • 1102
შსს: ნუცუბუძეზე ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, 1 მიიმალა

შსს–ს განცხადებით, მესამე პირმა მიმალვა შეძლო და ამ დრომდე ეძებენ.

 

შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა ყაჩაღობის შესახებ შეტყობინება 112-ის საშუალებით მიიღეს, ადგილზე მისულებს კი სამი ნიღბიანი პირი დახვდათ, რომლებიც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით იყვნენ შეიარაღებული.

 

“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა ბრალდებულებს მოუწოდეს, რომ დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და ჩაბარებოდნენ, თუმცა მათ მიმალვა სცადეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია ფეხის არეში”– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

 

როგორც შსს–ს განცხადებიდან ირკვევა, დაჭრილი ბრალდებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან
ფოტო – შსს–ს ვიდეომასალიდან

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბუხლებით მიმდინარეობს. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 353-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი