ახალი ამბები

“საქართველო ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის” – პრორუსული აქცია გორში

9 მაისი, 2015 • • 1137
“საქართველო ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის” – პრორუსული აქცია გორში

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ წითელი დროშები, სტალინის ფოტოები და მისი ბიუსტი, სხვა საბჭოთა სიმბოლოები. ერთ-ერთ პლაკატზე გამოსახული იყო რუსულ ენაზე შესრულებული წარწერა: “არ გვჯერა ევროკავშირის ზღაპრების, საქართველო ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის”.

 

კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა, რადგან არსებობს კანონი ‘თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომელიც ამ ტიპის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას ითვალისწინებს.

კომუნისტების მიერ ორგანიზებული აქცია გორში, 9 მაისი, 2015წ. ფოტო: ფარნაოზ ჭკადუა
კომუნისტების მიერ ორგანიზებული აქცია გორში, 9 მაისი, 2015წ. ფოტო: ფარნაოზ ჭკადუა

მასალების გადაბეჭდვის წესი