ახალი ამბები

ვაკის პარკში დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს

9 მაისი, 2015 • • 1278
ვაკის პარკში დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს

შსს-ს განმარტებით, ერთი პირის დაკავება უკავშირდება პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომელსაც საღებავები შეასხეს. ხოლო ორი პირი დაკავებულია არჩილ ჭყოიძესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამო. კერძოდ, პრორუსული გაერთიანების, “ევრაზიული კავშირის” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ ჭყოიძე დღეს მივიდა ვაკის პარკში, სადაც მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ერთ-ერთმა დაკავებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან შეაგინა არჩილ ჭყოიძეს, რის შემდეგაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი გიორგი ჩინჩალაძეა, რომლის დაკავების ვიდეოც მოქალაქეებმა სოციალურ მედიაში გაავრცელეს: 

დღეს, 9 მაისს ვაკის პარკში აღინიშნებოდა ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი, სადაც ელოდენენ რუსი ბაიკერების გამოჩენას, რომლებიც თბილისში გეორგიევსკის ლენტით გადაადგილდებიან. ისინი დღეს ვაკის პარკში არ გამოჩენილან, თუმცა მივიდნენ სხვა პრორუსული ძალების წარმომადგენლები და რამდენიმე ადამიანი ამავე ლენტით. იქ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა მათგან ამ ლენტების მოხსნა მოითხოვა, რასაც ასევე მოჰყვა დაპირისპირება.


ლენტის მოხსნის ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოხდა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, გიორგი ჭანტურიას დაკავებაც.

ვაკის პარკში ტრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს, ფოტო: აკაკი კილასონია, 9.05.2015
ვაკის პარკში ტრისტან წითელაშვილს საღებავი შეასხეს, ფოტო: აკაკი კილასონია, 9.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი