ახალი ამბები

საგამოძებო სამსახური: ბუღალტერმა კომპანიის კუთვნილი 600 ათას ლარზე მეტი მიითვისა

9 მაისი, 2015 • 1387
საგამოძებო სამსახური: ბუღალტერმა კომპანიის კუთვნილი 600 ათას ლარზე მეტი მიითვისა

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კერატიშვილი კომპანიის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თავის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხებს რიცხავდა. ამის შესანიღბად, თანხების გადარიცხვის დროს თანხების მიმღებად უთითებდა სახელმწიფო ხაზინას, ხოლო საბანკო ანგარიშის ნომრად თავისი საბანკო ანგარიშის ნომერს აფიქსირებდა. როგორც საგამოძიებო სამსახური აღნიშნავს, მან ამ გზით კომპანიის კუთვნილი 633 519, 96 ლარი მიითვისა. 

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვალერიან კერატიშვილი ინდოელი ინვესტორების მიერ დაფუძნებულ ნავთობის მომპოვებელი კომპანია შპს ,,ჯინდალ პეტროლიუმ ოფერეითინგ ქომპანში’’ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე 2014 წლის აპრილამდე მუშაობდა.

 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი