ახალი ამბები

უსუფაშვილი: ორი რესპუბლიკელის მთავრობაში გადანაცვლება პრემიერმა ჩემი რჩევით გადაწყვიტა

9 მაისი, 2015 • • 977
უსუფაშვილი:  ორი რესპუბლიკელის მთავრობაში გადანაცვლება პრემიერმა ჩემი რჩევით გადაწყვიტა

“მე მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც სპეკულაციის საგანი გახდა ბოლო ხანებში. ათასნაირი ახსნა მოეძებნა იმ ფაქტს, რომ განახლებულ მთავრობაში განახლება მოხდა ორი “რესპუბლიკელის” მთავრობაში გადანაცვლებით. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არის ჩვენი მხრიდან დამატებითი პასუხისმგებლობის აღება; ეს არის ჩვენი მხრიდან იმ პირობის გაგრძელება, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან განაცხადა. მან ბრძანა, რომ ხედავდა “რესპუბლიკურ პარტიას” სტრატეგიულ პარტნიორად”-ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე გააკეთა. 

 

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობაში მინისტრებად  ორი რესპუბლიკელის დანიშვნის გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო: 

 

“კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება – ეს გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი წინადადებით. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და კოალიციის ყველა პარტნიორი იყო ჩართული შემდგომ პროცესში. ჩვენ ძალიან ბევრ სხვა რამეზე ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი გამოჩნდება ჩვენი კოალიციის თუ მთავრობის უფრო ხმაშეწყობილ და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადაყვანით და ეს წაადგება ქვეყანას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი