ახალი ამბები

აპატურაი: ხიდაშელს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია

8 მაისი, 2015 • • 924
აპატურაი: ხიდაშელს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია

“მე მოუთმენლად ველოდები საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას და მუშაობის დაწყებას. მას აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია. ნატოში ყველა ამბობს, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი არის მაღალი დონის პროფესიონალი, მონდომებული. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის ის, რასაც მივესალმებით. ასე რომ, ძალიან დადებითი, პოზიტიური აზრია ნატოში შექმნილი და ამ ფონზე ვიწყებთ მუშაობას. რაც შეეხება საწვრთნელი ცენტრის გახსნას, საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია, სად იქნება. ვართ ძალიან ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან. ცვლილებები იყო თავდაცვის სამინიტროში. მესმის კარგად, რომ დრო სჭირდება. მზად ვართ შესასრულებლად. ჩვენ ვეხმარებით რეკომენდაციებით, გავაგძელებთ მხარდაჭერას და მთავრობისთვის დახმარების გაწევას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. შემდეგი ნაბიჯი იქნება ნატოს წვრთნები. წვრთნები ღია პარტნიორებისთვის“, – განაცხადა აპატურაიმ.


აპატურაის განცხადებით, ნატოს გენერალურ მდივანს სურს მადლობა გადაუხადოს საქართველოს ნატოს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის:


“ის მიესალმება საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. საქართველომ დიდი სამუშაო ჩაატარა და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ პროცესი სწრაფად წავიდეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე განვიხილავთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შემდეგ ნაბიჯებს, მათ შორის ერთობლივი ცენტრის გახსნას. საერთო ჯამში, კმაყოფილები ვართ, საკმაოდ კარგად მიდის პროცესი. გენერალური მდივანი მიიღებს ინფორმაციას ბოლო პერიოდში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შესახებ. ეს ეხება რეფორმებს, ასევე, ცვლილებს მთავრობაში. მათ შორის თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც შეიცვალა მინისტრი.”


ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრების წარდგენისას, შეცვლილი მინისტრების გარდა, ახალი კანდიდატურა წამოაყენა თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე და მინდია ჯანელიძის ნაცვლად თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი