ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იმარჯვებენ

8 მაისი, 2015 • • 1197
გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იმარჯვებენ

წინასწარი შედეგების მიხედვით, კონსერვატორებმა მოიპოვეს ხმების 36.4% (10,407,988 ხმა), ლეიბორისტებმა- 30.7% (8,773,694 ხმა), გაერთიანებული ბრიტანეთის დამოუკიდებელმა პარტიამ ხმების 12.5% (3,551,167) მიიღო, ლიბერალ დემოკრატებმა- 7.8 % (2,243,523 ხმა), შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ -5.1% (1,454,436) ხმა) და მწვანეთა პარტიამ -3.7% (1,071,730 ხმა).

გაერთიანებული ბრიტანეთის დამოუკიდებელმა პარტიამ, რომელიც ევროსკეპტიკოსი პარტიაა, 2010 წლის შედეგი 9.4%-ით გააუმჯობესა; შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ 3.8%-ით, მწვანეთა პარტიამ 2.8 %-ით, ლეიბორისტებმა 1.4%-ით და კონსერვატორებმა 0.7% -ით.


BBC-ის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა არჩევნების შესახებ
BBC-ის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა არჩევნების შესახებ

წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტში კონსერვატორებს 300 ადგილი ექნებათ, ეს მონაცემი 20 ადგილით გაუჯობესდა 2010 წელთან შედარებით. ლეიბორისტებს- 220, მათ 25 ადგილი დაკარგეს. შოტლანდიის ეროვნულ პარტიას 56 ადგილი აქვს, მათი მონაცემი 50-ით გაუმჯობესდა. ლიბერალ დემოკრატებს კი 8 ადგილი აქვთ, მათი მონაცემი 46 ადგილით გაუარესდა. ბრიტანეთის პარლამენტში სულ 650 ადგილია.

BBC-ის ინფორმაციით, ხმების 66.1% დათვლილია. ამომრჩეველთა რაოდენობა სულ 46,425,386 -ია.


BBC-ის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა არჩევნების შესახებ
BBC-ის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკა არჩევნების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი