ახალი ამბები

კვიპროსმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

8 მაისი, 2015 • 1071
კვიპროსმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

 დოკუმენტს ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

 

ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს,  რომლის მიხედვითაც,  კვიპროსის მრავალპარტიულ პარლამენტში კენჭისყრისას თავი  მხოლოდ მშრომელთა პროგრესული პარტის (AKEL) დეპუტატებმა შეიკავეს. სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხში მხარდაჭერა დააფიქსირეს.

 

კვიპროსი ევროკავშირის მეოცე წევრი ქვეყანაა რომელმაც საქართველოსთან ასოცირების შესახებშეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.

ამ დროისთვის რჩება ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომლებსაც ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არ მოუხდენიათ, ესენი არიან საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, საბერძნეთი, სლოვენია, ესპანეთი, ავსტრია. 

 
საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი