ახალი ამბები

პრემიერი “თავისუფალ დემოკრატებს”: ჩვენ ერთად ვიბრძოდით ასეთი სახელმწიფოს შექმნისთვის

8 მაისი, 2015 • • 926
პრემიერი “თავისუფალ დემოკრატებს”: ჩვენ ერთად ვიბრძოდით ასეთი სახელმწიფოს შექმნისთვის

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მისთვის ძალიან სამწუხაროა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ეს მათი არჩევანი და გადაწყვეტილებაა. 

„თქვენ კოალიციიდან გასვლისას, ჩემი აზრით, საკმაოდ ხმამაღალი, უსაფუძვლო და ემოციური განცხადება გააკეთეთ, თითქოს საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხე დაემუქრა. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს – ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები, აზრთა სხვადასხვაობა და რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მე პატივს ვცემ ჩვენს საერთო წარსულს, საერთო ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და იმ გამარჯვებას, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ქართველ ხალხთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად“, – განაცხადა პრემიერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი