ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსზე: ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ

7 მაისი, 2015 • 1042
გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსზე: ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ

„ლარის დევალვაცია ძალიან ცუდია, თუმცა, უმეტესწილად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებითა და არსებული პრობლემებითაა გამოწვეული. ასევე მოქმედებს ნავთობის ფასთან დაკავშირებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, არის ძალიან მცირე კომპონენტი, ნამდვილად ძალიან მცირე – რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო და ვერ გაკეთდა, ასეთი რამ ყოველთვის არსებობს ხოლმე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ერთდროულად ბევრი რამ გავაკეთოთ  იმისთვის, რათა ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ყველა ამ მიმართულებით ძალიან ეფექტურად ვახორციელებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ. რაც შეეხება ინვესტიციებს – 2014 წელს 2013-თან შედარებით  31%-იანი მატება იყო. წელს ამის შეფასება ჯერჯერობით რთულია, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა ძალიან დადებითია.“


ეროვნული ბანკის  8 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარი კიდევ გაუფასურდა – 1აშშ დოლარი  2.3494 ლარი ღირს. 

 

კვირიკაშვილმა ლარის კურსზე ხუთშაბათს ქუთაისში ისაუბრა, სადაც პარლამენტის კომიტეტებში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენდნენ.

 

კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა მთავრობის განახლებულ  შემადგენლობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. პარლამენტში კენჭისყრა პარასკევს იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი