ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის სტაბილიზაცია უახლოეს 2-3 კვირაში დაიწყება

7 მაისი, 2015 • • 1125
ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის სტაბილიზაცია უახლოეს 2-3 კვირაში დაიწყება

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან ქვეყანაში არსებულ წინსვლაზე და პროგრესზე ისაუბრა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პრემიერს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე და ლარის გაუფასურებაზე კითხვები დაუსვეს, რასაც პრემიერის გაღიაზიანება მოჰყვა.

 

“არ ვაპირებ თქვენს შეურაცხყოფებს ვუპასუხო. ეს თქვენი არჩევანია. ჩვენ ჩვენი საქმით ვაჩვენეთ ჩვენი მიდგომები, ღირებულებები და ის, თუ რა გავაკეთეთ 2 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ბრალდებებს ლართან მიმართებაში, არ ვაპირებ მოგონილ ცილისწამებებზე გაგცეთ პასუხი. მე აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე ვისაუბრო. მიჭირს, თქვენს დასმულ შეკითხვებში გონივრულობასთან ახლოს მდგარი კითხვა გამოვარჩიო. საქართველო არ არის გამონაკლისი რეგიონი. თურმე საქართველოს მთავრობის ბრალი ყოფილა ლარის გაუფასურება. თქვენ ცრუობთ და იტყუებით.

 

2015 წლის პირველი კვარტალში 3.2 ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ბიუჯეტის შესრულების ნაწილში პრობლემა არ გვქონია. ლარის საკითხი განპირობებულია საგარეო ფაქტორებით, იმ შოკებით, რომელიც, რა თქმა უნდა, მოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე და ლარზე. ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა, რომელიც მიერთებულია მსოფლიო ეკონიმიკაზე და, ბუნებრივია, ამას ეკონომიკურ ვალუტაზე ექნებოდა გავლენა, იმ კრიზისებს, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, რუსეთში და სამეზობლოში ზოგადად. რაც შეეხება მთავრობის პოლიტიკას, მივყვებით თანმიმდევრულად და ვახორციელებთ სწორ პოლიტიკას, რომელიც არსებულ სიტუაციაში ადეკვატურია. გვაქვს ობიექტების ნუსხა, რომელიც პრივატიზებას ექვემდებარება, მაგალითად, ვაპირებთ გარდაბნის თბოელექტროსადგურის პრივატიზებას”, – ასე უპასუხა პრემიერმა ოპოზიციის კითხვებს. 

 

ოპიზიციის წარმომადგენელთა განცხადებებით, ქვეყანაში “პრაქტიკურად ყველას მდგომარეობა გაუარესდა, გარდა იმ სეგმენტისა, რომელიც თქვენთან და ივანიშვილთან არის რაღაც ფორმით დაახლოებული. სახეზეა ინკლუზიური გაღატაკება”.

 

“ეს ყველაფერი არის დღევანდელი მთავრობის მუშაობის შედეგი, როგორი რიხითაც არ უნდა ილაპარაკოთ ამ ტრიბუნიდან. ამ კატასტროფული შედეგების ფონზე, რა ჰქვია იმ უნარს, რომელიც თქვენ გაძლევთ უნარს, რომელიც თქვენ გაძლევთ ძალას, რომ დღეს აქ მოხვიდეთ და რიხით ისაუბროთ და მოითხოვთ, რომ პარლამენტმა თქვენს მთავრობას ნდობა გამოუცხადოს”, – მიმართა პრემიერს გოკა გაბაშვილმა. 

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრემიერს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მთლიანი მოცულობის შესახებაც ჰკითხა, თუმცა პრემიერმა ციფრის დაზუსტება ფინანსთა მინისტრისგან მოითხოვა.

 

“არ უნდა იცოდეს, პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა რამდენია? – განუცხადა ღარიბაშვილს ჯაფარიძემ.
 

“მე მგონი, ზეპირად არ უნდა ვიცოდე რაღაც. პრემიერ-მინისტრმა იცის და კიდევ უფრო ბევრი რამ იცის, ვიდრე თქვენ იცით, მაგრამ დეტალებზე შეიძლება, რომ მიმართოთ ფინანსთა მინისტრს”, – განუცხადა პრემიერმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი