გარდა ამისა, აფხაზეთის დეპუტატებმა ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და მოქალაქეთა სოციალური მომსახურებების სფოროებში სახელმწიფო სამსახურების თანამშრომელთა სახელფასო ზრდის შესახებ რატიფიკაციის კანონპროექტსაც დაუჭირეს მხარი.
14 აპრილს სოჭში რუსეთისა და აფხაზეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფას რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებული პენსიის ოდენობით.
სამი წლის განმავლობაში პენსია აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად 62%-ით გაიზრდება.
აფხაზეთში რუსეთის მოქალაქის პასპორტით 32 154 ადამიანი ცხოვრობს.
|
|||