ახალი ამბები

IDFI: საქართველოში რეგისტრირებულია 118 651 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

7 მაისი, 2015 • • 3737
IDFI: საქართველოში რეგისტრირებულია  118 651 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

“მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ, შშმ პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

IDFI-მ სტატისტიკური ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურისგან მიიღო, თუმცა დღესდღეობით სახელმწიფო შშმ პირთა ოდენობას აღრიცხავს სოციალური პაკეტის პირთა რაოდენობის მიხედვით, ამიტომ ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ  შშმ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს.

 

რეგიონების მიხედვით შშმ პირთა რიცხვი და მათი პროცენტული წილი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის მიმართ შემდეგია:


 

ინსტიტუტის ინფორმაციით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30% თბილისში ცხოვრობს (1 118 300 ადამიანი), შესაბამისად, ყველაზე მეტი შშმ პირიც სწორედ თბილისში ფიქსირდება. თბილისის უბნების მიხედვით შშმ პირების რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:


 

არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც სტატისტიკის დეპარტამენტი არ ფლობს სტატისტიკურ ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობების კატეგორიების მიხედვით.  საქსტატის ცნობით, შშმ პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის აპრილის ბოლოს, მას შემდეგ, რაც დამუშავდება 2014 წლის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემები.

 

IDFI-მ აღმოაჩინა სხვაობა იმ სტატისტიკურ მონაცემებს შორის, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ და საქსტატმა ცალ-ცალკე  მიაწოდა. კერძოდ, საქსტატის ცნობით სოციალური პაკეტის მიმღები შშმ პირების რაოდენობა (2014 წლის ბოლო), ჯამში, შეადგენს 123 722 ადამიანს, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით მათი რიცხვი 5 071-ით ნაკლებია და შეადგენს 118 651-ს.  IDFI-სთვის გაურკვეველია 3 თვის განმავლობაში ასეთი კლების მიზეზი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი