ახალი ამბები

“გაქცევა შოუშენკიდან”-ფილმის რეალური გმირი 56 წლის შემდეგ დააკავეს

7 მაისი, 2015 • 1356
“გაქცევა შოუშენკიდან”-ფილმის რეალური გმირი 56 წლის შემდეგ დააკავეს

IMDB-ის კინობაზის ნომერ პირველი ფილმის “გაქცევა შოუშენკიდან” მთავარი გმირი, ენდი დუფრენსი ფილმის ბოლოს უკვე თავისუფალი ადამიანის ამპლუაში ხვდება თავის მეგობარს მექსიკის სანაპიროზე.

 

ამერიკული გაქცევების ისტორიაში მართლაც არსებობს ადამიანი, რომელმაც ფილმის პერსონაჟის გზა რეალურად გამოიარა. 20 წლის ფრენკ ფრეშვოტერი ოჰაიოს შტატში 1957 წლის ივლისში დააკავეს. ფრეშვოტერი ავტომანქანით დაეჯახა ფეხით მოსიარულეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 1959 წლის 20 სექტემბერს კი პატიმარმა ციხიდან გაქცევა შეძლო.

 

ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. ფრეშვოტერი ვილიამ ჰაროლდ კოქსის სახელით აგრძელებდა ცხოვრებას ამერიკის სხვადასხვა შტატში. ვირჯინიის შტატში ის ერთხელ დააკავეს, მაგრამ შტატის ხელისუფლებამ მის ოჰაოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და კვლავ გაათავისუფლეს.

 

ფრენკ ფრეშვოტერი მოძრავი ბიბლიოთეკის მძღოლად მუშაობდა წლების განმავლობაში.

 

დაკავებული ახლა უკვე 79 წლისაა. მისი იდენტიფიკაცია 1959 წელს პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ფოტოს საშუალებით გახდა შესაძლებელი.

ფრენკ ფრეშვოტერი ©EPA/BREVARD COUNTY SHERIFF  HANDOUT
ფრენკ ფრეშვოტერი ©EPA/BREVARD COUNTY SHERIFF HANDOUT

მასალების გადაბეჭდვის წესი