ახალი ამბები

პრეზიდენტმა ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა

6 მაისი, 2015 • • 929
პრეზიდენტმა ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა

1 მაისს პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირით გადადო.


“ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ გამართულიყო მშვიდ გარემოში კონსულტაციები. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ როგორც წესი არის, იყო უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, იყო განხილვები. ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ პარლამენტსაც და მთავრობასაც თავიანთ მუშაობაში. მე მგონია, რომ ამ კონკრეტულ გამოცდილებას თუ შევხედავთ ერთი კვირის, ის, რომ მე გამოვიყენე ეს უფლება, ამან პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა. მე არც ერთ მომენტში არ მითქვამს, რომ რომელიმე კანდიდატის წინააღმდეგი ვარ ან არ მომწონს. მაგრამ პრინციპული იყო, რომ ამ კანდიდატების შერჩევის პროცესი ყოფილიყო გახსნილი. ნებისმიერ სხვა მომენტში როცა ჩვენ დავინახავთ, რომ არ არის პოლიტიკური მდგრადობა, ხელს შევუწყობ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა მივიდეს მშვიდ გადაწყვეტილებამდე. ვისაც აირჩევს უმრავლესობა, ის იქნება მინისტრი, ეს ლეგიტიმურია. მაგრამ მე უნდა დავინახო, რომ ეს მართლა უმრავლესობამ აირჩია. მე ახლა დანახვის პროცესში ვარ”, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს, დუშეთში ვიზიტისას განაცხადა. 


თავდაცვის მინისტრის პოსტზე ხიდაშელის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანება 1 მაისს გამოსცა.


ღარიბაშვილმა ხიდაშელის გარდა კიდევ 2 მინისტრის – გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბრძანებები გამოსცა.  


პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს, 18:00 საათზე ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი