ხელოვნება

გიორგი ოთხმეზურს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობა არ სურს

5 მაისი, 2015 • • 2225
გიორგი ოთხმეზურს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორობა არ სურს

გიორგი ოთხმეზურის თქმით, მას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა შესთავაზა, რომ ცენტრის დირექტორის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიეღო. ოთხმეზური ამბობს, რომ არ აპირებს განაცხადის შეტანას. 

 

კითხვაზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანაშმრომლების პროტესტმა ხომ არ იქონია გავლენა მის გადაწყვეტილებაზე, გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ საჭიროა ყველა თანამშრომელთან საუბარი და მათგან თანხმობის მიღება, თუმცა იგი არ შეხვედრია თანამშრომლებს.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების სამინისტროს აკრიტიკებენ ხისტ დამოკიდებულებაში და თანამშრომლების ინტერესების უგულებელყოფაში.

 

თანამშრომლები აპროტეტებენ იმას, რომ განათლების მინისტრმა 2015 წლის 16 თებერვალს ცენტრის დირექტორის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს ბუბა კუდავაც, რომელიც ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

 

დაბალი ხელფასები, სამუშაო პირობები, ახალი შენობა ცენტრისთვის და ექსპონატების დაცულობა, მათ შორის ლაილაშის ბიბლიის, თანამშრომელთა პროტესტის მთავარი მოთხოვნებია.

 

დავით ოთხმეზურის
დავით ოთხმეზურის

მასალების გადაბეჭდვის წესი