ახალი ამბები

შტაინმაიერი უვიზო რეჟიმზე: არ გვაქვს მიზეზი, რომ EU-ს მოხსენებას სკეპტიკურად დაველოდოთ

5 მაისი, 2015 • • 1099
შტაინმაიერი უვიზო რეჟიმზე: არ გვაქვს მიზეზი, რომ EU-ს მოხსენებას სკეპტიკურად დაველოდოთ

“საქართველოში დიდი მოლოდინი არის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა ამის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო  სწორედ იმისთვის, რომ, საბოლოო ჯამში, მიგვეღო  ვიზების ლიბერალიზაცია და მე მინდა მკაფიოდ ვაღიარო, რომ საქართველოში ჩატარებული წინასწარი სამუშაო ძალიან სერიოზული იყო და ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა. ამიტომაც ჩვენ არ გვაქვს არანაირი მიზეზი იმისათვის, რომ ევროკომისიის მოხსენებას სკეპტიკურად დაველოდოთ. კომისია მიაწვდის ამ მოხსენებას თავის წევრ ქვეყნებს და, საბოლოო ჯამში, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა შტაინმაიერმა ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ.


ევროკომისია თავის ანგარიშში ასახავს, თუ როგორ შეასრულა საქართველომ ევროკავშირთან (შენგენის ზონაში) სავიზო რეჟიმის გაუქმების გეგმით გათვალისიწნებული მეორე ფაზა, რაც პირველი ფაზის პერიოდში მიღებული კანონების იმპლემენტაციას გულისხმობს. გეგმის პირველი ფაზა ევროკავშირმა საქართველოს მოუწონა. მეორე ფაზის შემფასებელი ანგარიში, რაზეც შტაინმაიერი საუბრობს, 13 მაისს გამოქვეყნდება.


















მასალების გადაბეჭდვის წესი