ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქეთევან ბაკარაძე: 13 წლის პაციენტი აფხაზეთიდან ენგურზე არ გამოატარეს, ბავშვი დაიღუპა

5 მაისი, 2015 • 2027
ქეთევან ბაკარაძე: 13 წლის პაციენტი აფხაზეთიდან ენგურზე არ გამოატარეს, ბავშვი დაიღუპა

“ბავშვი გალის რაიონში, სოფელ ბარღებში ცხოვრობდა. გალის საავადმყოში მას ჯანმრთელობის გაუარესების გამო დახმარება ვერ გაუწიეს. ოჯახი იძულებული გახდა ბავშვი სასწრაფოდ აქეთ გადმოეყვანა, თუმცა დოკუმენტაციის, კერძოდ, სპეციალური საშვის გარეშე მესაზღვრეებმა არ გამოატარეს და ოჯახმა ბავშვის ჩამოყვანა შემოვლითი გზით გადაწყვიტა. სამწუხაროდ, ბავშვი გზაშივე გარდაიცვალა”- განუცხადა ბაკარაძემ ნეტგაზეთს.

 

მინისტრის თქმითვე, უკანასკნელ პერდიოდში აფზახეთის ტერიტორიიდან პაციენტების გადმოყვანა ძალიან გართულდა, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   







მასალების გადაბეჭდვის წესი