ახალი ამბები

შუახევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიტპატიმარია

4 მაისი, 2015 • 1126
შუახევში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიტპატიმარია

 

ზ. ს. იმ 190 ადამიანს შორის მოხვდა, რომლებსაც ოფიციალურად უწოდეს „პოლიტპატიმრები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი“. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს 190 პატიმარი გაათავისუფლა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, პირვე ჯერზე.

 

ზ. ს. 25 წლის დათო დავითაძის მკვლელობაშია ბრალდებული. მკვლელობა გუშინ, 3 მაისს მოხდა შუახევში. ოჯახის ახლობლების განცხადებით, დაჭრილი იმის გამო გარდაიცვალა, რომ სავადმყოფოს არ ჰყავდა ქირურგი, რომელიც პაციენტს სათანადო დახმარებას აღმოუჩენდა.

 

 შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე  მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი