ახალი ამბები

5 მაისის ანონსი

4 მაისი, 2015 • • 1558
5 მაისის ანონსი

09:30 საჯარო ბიბლიოთეკაში საავტორო უფლებებზე ევროპის განვითარების კომიტეტი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია მასპინძლობს.
მის.: გუდიაშვილის ქ. #7

10:00 სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრო ოთარ დანელია მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის მოადგილეს დათუკ სერი რონალდ კიანდეს შეხვდება.

10:30 კონსტანტინე და თეიმურაზ შერვაშიძეების ადვოკატი ნოდარ მესხი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “რატომ ვერ სარგებლობენ 9 წლის განმავლობაში კანონიერი კერძო მესაკუთრეები საკუთარი ტერიტორიით, რა ინტერესები ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ამ საქმეში და რატომ აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო კერძო საკუთრებაში მშენებლობას ისე, რომ მესაკუთრეებმა არაფერი იცოდნენ”.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

10:45 არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ეკონომიკურ მედია სკოლას გახსნის. ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს.
მის.: ნ. ნიკოლაძის ქ. #5, საზოგადოება და ბანკების” ოფისი
საკონტაქტო პირი მარიამ აფრიდონიძე – 577 327 317

11:00 სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია “მოქალაქის” პროექტია, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
მის.: მინდელის ქ. N9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი

 

11:00 “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გიორგი ვაშაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

5 მაისს, 11:00 საათზე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:00 განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ეწვევა და რეაბილიტირებული კაბინეტის ფუნქციონირებას და სკოლის ექიმის საქმიანობას პირადად გაეცნობა.
მის.: სააკაძის ქ. #29 (ნაძალადევის რაიონი, დადიანის ქუჩის პარალელური ქუჩა, ასახვევი ნაძალადევის მეტრომდე, “თიბისი ბანკთან”, თბილისის მე-9 საჯარო სკოლა)

11:00 ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი, ნინო ისაკაძე, “პირველ პრესკლუბში” ბრიფინგს გამართავს და კონკურენციის სააგენტოს მიმართავს, ბაზარზე მონოპოლისტი ინტერნეტ კომპანიების საქმიანობა შეისწავლოს.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

 

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

11:00 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი მოხსენებით წარსდგება.
თემა: “ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა”
მის.: ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5, F 407

11:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე საქართველოს კონსტიტუციის 87-ე მუხლში შესატანი ცვლილებების შეასახებ პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” წევრი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

 

11:30 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებები.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

 

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი მოქალაქე გიორგი ონიანის საქართველოდან გაძევების საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: იოსებიძის ქ. #57, I სართ.

 

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პრეზიდენტთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარე კონსულტაციები და სამთავრობო ცვლილებები.

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საკადრო ცვლილებები მთავრობაში, პრეზიდენტის პოზიცია, რიგის სამიტი.
მის.: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:00 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათ უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
თემა: “გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმი”.

 

12:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “მთავრობის შემადგენლობის განახლებისა და მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების კონსტიტუციური წესები”.
მის.: თბილისი, პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი

 

12:00 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის მოადგილეს დათუკ სერი რონალდ კიანდეს შეხვდება.

 

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ქალთა პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

 

12:00 თბილისის იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი ახალი სერვისის პრეზენტაციას გამართავს.
თემა: სმენადაქვეითებული პირები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ და 31 სახელმწიფო სერვისის მიღებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.
მის.: სანაპიროს. ქ. #2

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ერთიანი საქართველო” ახალი პარტიის შექმნის თაობაზე განცხადებას გააკეთებს.

12:30 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ბრიფინგს გამართავს.
თემა: ,,აფბა” 2015 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკის შეფასებას ახდენს.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

13:00 “პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე და ორგანიზაციის იურისტი შოთა როსტომაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: “CCI” სმენა დაქვეითებულთა უფლებების დასაცავად ყრუთა კავშირის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

 

13.00 ოზურგეთის გამგეობის შენობასთან ლეიბორისტული პარტია აქციას გამართავს.

13:00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: რუსთაველის გამზ. #8, ბაგრატოვანთა დარბაზი

13:00 “ელიტ ელექტრონიქსი” განახლებულ, მულტიბრენდულ და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზიას გახსნის.
მის.: ქავთარაძის ქ. #1

13:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კახა კუკავას დაკავებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, ვადამდელი არჩევნები და შესაძლო საარჩევნო კოლიციები.

14.00 იპოთეკური ხელშეკრულებებით დაზარალებულები და ე.წ. “ატსტუპნიკები” პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
საკონტაქტო პირები: ნანა ჯაფარაშვილი 599 51 82 25, ირინე მღვდელაძე 555 29 32 51

14:30 ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრების მიერ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
მის.: თბილისი, პარლამენტის A კორპუსი, ოთახი №307

 

15:00 საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი ფოტოგამოფენა “დონბასი: მშვიდობა და ომი. უკრაინელი ქალები: მშვიდობა და ომი” გაიხსნება.

 

16:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან არსებული რეგიონების განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართება.
პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი

 

16:30 სასტუმრო „რუმს-თბილისში“ საქართველოს ატლანტიკური საბჭო პროექტის “შეხვედრები საპატიო სპიკერებთან 2015“ ფარგლებში უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას, რომლის მთავარ მომხსენებლად მონაწილებას მიიღებს  ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ბ- ნი ვალდის ზატლერი. დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს გამოწვევები ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით.

 

17:30 ქობულეთის სასტუმრო “ჯორჯიან პალას ჰოტელში” კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის, დიპკორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები საქართველოდან და რუსეთიდან დაესწრებიან.
თემა: “საქართველო-რუსეთი – რეგიონული უსაფრთხოება სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში”.

18:00 “თიბისი არტ გალერეაში” გია ჯაფარიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება.

19:00 თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრის სოსო იოსელიანის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

5 მაისი
5 მაისი

მასალების გადაბეჭდვის წესი