ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ზვიად ჯანყარაშვილმა პროკურატურას ჩვენება მისცა

4 მაისი, 2015 • • 1242
ადვოკატის თქმით, ზვიად ჯანყარაშვილმა პროკურატურას ჩვენება მისცა

ადვოკატი ამბობს, რომ ზვიად ჯანყრაშვილმა თავად მიმართა პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით, დაამტკიცოს, რომ მედიის მიერ გამოთქმული ბრალდებები მის მიმართ ცილისწამებაა.

 

“კატეგორიულად მოვითხოვეთ და ვთხოვეთ გამოძიებას, რომ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც არის გაჟღერებული ქალბატონი ელისო კილაძის მიერ, ეს არის კაზინო აჭარის თემა, ეს არის ეგრეთ წოდებული ატკატების თემა, ვისი სახელებიც და გვარებიც არის ნახსენები კონკრეტულ სიუჟეტში, ბუნებრივია, ისინი მოწმის სახით უნდა დაიკითხონ”, – განუცხადა რუსთავი 2″-ს დიმიტრი გაბუნიამ.

 

“ნეტგაზეთი” საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ სამუშაო დღის დასრულების გამო ამ საკითხზე ინფორმაციას ხვალ მოგვაწვდის.

 

ზვიად ჯანყარაშვილი 2014 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად. მანამდე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. ეს თანამდებობა მას 2014 წლის 15 აპრილამდე ეკავა, იგი თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.

 

ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილია.

ზვიად ჯანყარაშვილი/რეპორტიორის ფოტო
ზვიად ჯანყარაშვილი/რეპორტიორის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი