ეკონომიკა

საქსტატი: 2014 წელს საქართველოში ბოსტნეულის წარმოების მაჩვენებელი შემცირდა

4 მაისი, 2015 • • 1032
საქსტატი: 2014 წელს საქართველოში ბოსტნეულის წარმოების მაჩვენებელი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში კარტოფილის წარმოებამ  196,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე (296,6 ათასი) 33,7%-ით ნაკლებია. 2012 წელს მიღებული მოსავალი 252 ათასი ტონა იყო.

 

კარტოფილის ნათესები 2014 წელს 18,3 ათას ჰექტარს შეადგენდა, ხოლო 2013  წელს – 26,2 ათას ჰექტარს. ხორბლის წარმოების მაჩვენებელი 2014 წელს  52,2 ათასი ტონა იყო, ხოლო 2013 -ში – 81 ათასი ტონა.


ქერის წარმოება ამავე პერიოდში 35 ათასი ტონიდან 35,8 ათას ტონამდე გაიზარდა. სიმინდის წარმოებამ 2014 წელს 336,3 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო 2013-ში – 363,9 ათასი ტონა. ლობიოს წარმოების მაჩვენებელი გასულ წელს საქართველოში 8,2 ათასი ტონა იყო, ხოლო 2013 წელს – 10,5 ათასი.

 

204,8 ათასი ტონიდან 187,4 ათას ტონამდე შემცირდა 2014 წელს ბოსტნეულის წარმოების მაჩვენებელი.

 

საქსტატში აცხადებენ, რომ დაზუსტებულ მაჩვენებლებს 2015 წლის 16 ივნისს გამოაქვეყნებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი