ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან მცირედით გამყარდა

4 მაისი, 2015 • • 986
ლარი აშშ დოლართან მცირედით გამყარდა

ეროვნული ლარი აშშ დოლართან დღეს 0.0082 პუნქტთ გამყარდა.  ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0389 პუნქტით გამყარდა და 2.5859 ლარი შეადგინა. 

 

25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.

 

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა 2014 წლის 25 ნოემბერს საშუალო შეწონილი გაცვლითი 1.8192-კურსით, იმავე წლის 2 დეკემბერს ასევე 40 მილიონი დოლარი გაყიდა 1.8602 კურსით, მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 მილიონი 2.0240 კურსით გაყიდა, 19 თებერვალს 2.1464 კურსით გაყიდა ისევ 40 მილიონი, ხოლო 24 თებერვალს – 2.2630 კურსით. გარდა ამისა, 11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა.

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, მთავრობა ლარის შემდგომ დევალვაციას არ ელოდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი