ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე წარუდგინა

4 მაისი, 2015 • • 1309
პრეზიდენტმა პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე წარუდგინა

მზია თოდუა 1956 წლის 24 იანვარს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა.

1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა

1978-1979 წლები იყო ხონის აბრეშუმის ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში იურისკონსულტის თანამდებობაზე

1979-1985 წლები დაინიშნა ხონის რაიონის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი განყოფილების გამგედ

1985-1991 წლები იყო ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე

1991-1998 წლები იყო ხონის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე

1998-1999 წლები იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

1999-2005 წლები მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს – სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის თავმჯდომარედ

2003-2005 წლები იყო საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის პრეზიდენტი

2006-2012 წლები მუშაობდა სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ

2007-2012 წლები იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

2008 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

2011 წილდან დღემდე არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

2012 წლიდან დღემდე არის სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

2009 წლიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი

მზია თოდუა არის სამოქალაქო სამართლის საკითხებზე ორი მონოგრაფიის თანაავტორი; ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

ეკა გასიტაშვილი დაიბადა 1971 წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისში.

1990-1993 წლები სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა და ხელოვნების ფაკულტეტზე

1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

1993-1994 წლები მუშაობდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპატარის შეწყალების საკითხთა განყოფილების იურისტად

1993-1997 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის მდივანი

1994-1996 წლებში მუშაობდა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტად

1996-1997 წლები იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შეწყალების საკითხთა განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი

1997 წელს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტად

1997-1998 წლები იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე

1998-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსად

1999 წელს იყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1999-2006 წლები იყო საქართელოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი

2006 წლიდან 2015 წლის 24 მარტამდე მუშაობდა შპს „გაბრიჩიძე და კომპანია“-ში ადვოკატად სამოქალაქო სპეციალიზაციით

2009-2012 წლები იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და პირველი საპროცესო კოლეგიის თავმჯდომარე

2012-2013 წლები იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე

2013 წელს არჩეულ იქნა მეორე ვადით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად

2012 წლიდან არის საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მიწვეული ლექტორი

2012 წლიდან 2014 წლის ნოემბრამდე იყო საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი

2014 წლიდან არის საქართელოს უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ-ევროპის სასწავლო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) მიწვეული ლექტორი

2015 წლის 25 მარტიდან მუშაობს საქართელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში მთავარ კონსულტანტად

ეკატერინე გასიტაშვილი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის ადვოკატთა პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებით; ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი