ეკონომიკა

ინფლაციამ საქართველოში 2015 წლის აპრილში მარტთან შედარებით 0,3 პროცენტი შეადგინა

4 მაისი, 2015 • • 1481
ინფლაციამ საქართველოში 2015 წლის აპრილში მარტთან შედარებით 0,3 პროცენტი შეადგინა

სქასტატის ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

 

ტრანსპორტზე წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,1 პროცენტი).

 

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები  გაიზარდა 1,0 პროცენტით, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (1,7 პროცენტი);

 

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები შემცირდა 0,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2,7 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2,6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (5,2 პროცენტი).

ინფლაცია 2015 წლის აპრილში, მარტთან შედარებით
ინფლაცია 2015 წლის აპრილში, მარტთან შედარებით

მასალების გადაბეჭდვის წესი