ახალი ამბები

შუახევში 1 ადამიანი მოკლეს, 2 – დაჭრეს

3 მაისი, 2015 • 1294
შუახევში 1 ადამიანი მოკლეს, 2 – დაჭრეს

 

ახლობლების თქმით, გარდაცვლილი მუცლის არეში იყო დაჭრილი და საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ საავადმყოფოში ქირურგის არყოფნის გამო ოპერაცია ვერ ჩატარდა, რის გამოც დაჭრილი სისხლისგან დაიცალა. შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია.

 

აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ახლობლის თქმით კი, დაჭრილის დასახმარებლად ქირურგი ხულოდან გამოიძახეს, მაგრამ რეანიმობილი გამოძახებიდან მხოლოდ 2 საათში მივიდა კლინიკაში. (ბოლო ერთი კვირაა შუახევში გაუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონალური მომსახურება. ამის მიზეზი იყო ის, რომ კომპანია „ევექსმა“, რომელიც მაღალმთიან აჭარში საავადმყოფოებს ფლობს, უარი თქვა ზემოთ აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოს ქირურგი აღარ ჰყავს).  

 

დათო დავითაძესთან ერთად დღეს  კიდევ ორი ადამიანი დაჭრეს, სავარაუდოდ, მისივე ბიძაშვილები. 

 

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის პოლიციამ ქედაში დააკავა.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი