ახალი ამბები

Wings for life World Run 2015 დასრულდა, გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

3 მაისი, 2015 • 1752
Wings for life World Run 2015 დასრულდა, გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ლაგოდეხელი მძლეოსანი, ანატოლი ოლეინიკოვი ლოპოტის ტბის ჩასახვევთან გამართული შარშანდელი მსოფლიო რბენის გამარჯვებულია. მან გასულ წელს 52,56 კილომეტრი გაირბინა და ბოლო იყო მამაკაცებს შორის, ვისაც ფინიშის მანქანა დაეწია. წლევანდელ მარათონში მან პირადი რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა. ოლეინიკოვს წელს კალიფორნიის მსოფლიო რბენაში უნდა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ამერიკის საელჩომ ვიზა არ მისცა.

 

კახეთში, ლოპოტის ტბის ჩასახვევიდან Wings for Life World Run-მა სტარტი 15:00 საათზე აიღო. საქველმოქმედო რბენაში ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის პოლიტიკოსები, სხვადასხვა ორგანიზაციების, სპორტული კლუბების და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები.

 

მარათონისთვის ლოპოტის გადასახევთან გზა გადაიკეტა, რის გამოც მძღოლები 2 საათის განმავლობაში ყვარელი-ლაგოდეხისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილები ვერ მოძრაობდნენ. მძღოლებს შორის ერთი ბავშვიანი ქალიც იყო.

 

საქველმოქმედო რბენის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც სამედიცინო კლინიკურ კვლევებს ახორციელებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

 

ანატოლი ოლეინიკოვი. ფოტო: Wings for life World Run
 
ლინდა ვან ლიეტი. ფოტო: Wings for life World Run

მასალების გადაბეჭდვის წესი