ახალი ამბები

ხიდაშელი და აგულაშვილი პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის 24/7 რეჟიმზე შეთანხმდნენ

2 მაისი, 2015 • • 1155
ხიდაშელი და აგულაშვილი პრემიერ-მინისტრთან  ურთიერთობის 24/7 რეჟიმზე შეთანხმდნენ

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს შეხვდა. 

 

”პირველი შეხვედრა იყო და ჩვენ შესაბამისად შევთანხმდით მუშაობის 24-სათიან რეჟიმზე 7 დღის განმავლობაში. მუდმივ კონტაქტსა და მუდმივ კონსულტაციაზე და მუდმივად ერთად საქმიანობაზე. რამდენიმე ის ღონისძიება გავიარეთ, რაც ამ კვირაში სასწრაფოდ არის გასავლელი. ამის შემდეგ პირველი არის სამინისტროებში მისვლა” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თინა ხიდაშელმა.  

 

”ორშაბათს მეც ასევე ვაპირებ მასთან ერთად მივიდე სამინისტროში. გავეცნო კოლექტივს და შემდეგ უკვე დავიწყო ყოველდღიური მუშაობა. დიახ, 24/7 რეჟპმში. პრემიერს აქვს ჩვენგან მოლოდინი ინიციატივების, რეფორმების”- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დასაკავებლად რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა წარმოადგინა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ლევან ყიფიანს ტარიელ ხეჩიკაშვილი შეცვლის, რომელიც საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” დამფუძნებელია, ხოლო თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი ხდება.

 

პროცედურულად, ღარიბაშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრეზიდენტს წარუდგენს, რომელიც ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს მიმართავს. ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესის დასრულებას დაჩქარებული ტემპით ითხოვს და განაცხადა, რომ მზად არის, პარლამენტარების შეკითხვებს დღესვე უპასუხოს, თუმცა პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენა ერთი კვირით გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი