ახალი ამბები

“პროკრედიტ ბანკის ” დაყაჩაღების საქმე გახსნილია

2 მაისი, 2015 • • 969
“პროკრედიტ ბანკის ” დაყაჩაღების საქმე გახსნილია

ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, “პროკრედიტ ბანკის” დაყაჩაღების ფატზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

 

”შს სამინისტროს პრესსამსახური ოფიციალურ ოპერატიულ მასალას რამდენიმე წუთში გაავრცელებს. “პროკრედიტ ბანკის” დაყაჩაღების საქმე გახსნილია, დააკავებულია ერთი პირი. მასალას მალე დავდებთ“ – წერს ნინო გიორგობიანი.

 

თბილისში, “პროკრედიტ ბანკის”  ჭავჭავაძის გამზირის 54 ნომერში მდებარე ფილიალში  ძარცვა დღეს დილით, 10:45 საათზე მოხდა.

 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბანკს თავს შეიარაღებული მამაკაცი დაესხა, რომელიც უნიღბოდ იყო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ერთი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს იმფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა  ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “პროკრედიტ ბანკი” დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში მის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამოღებულია ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი