ახალი ამბები

ცენტრალური აფრიკის ელჩის მადლობა ქართველ სამხედროებს

2 მაისი, 2015 • • 890
ცენტრალური აფრიკის ელჩის მადლობა ქართველ სამხედროებს
2015 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის,  თამარ ბერუჩაშვილის ქ. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა გაეროში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ელჩთან, ამბრუაზინ კპონგოსთან (Ms. Ambroisine Kpongo).
 

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში აქტუალური საკითხები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დადებითი დინამიკა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. 
 

შეხვედრაზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ელჩმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ მისი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილისათვის. ქ-ნმა კპონგომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქართველი ჯარისკაცების მიერ გაწეული საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ქართველი ჯარისკაცების საქმიანობისთვს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით, რასაც, მისი განცხადებით, მოწმობს სოციალურ ქსელში  ატვირთული  ვიდეოც, სადაც ჩანს ქართველი ჯარისკაცების უაღრესად თბილი დამოკიდებულება  ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.
 

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე. 
 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი