ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანმა საქართველოსთან საზღვრის მოდერნიზაციისთვის 400 ათას ევროზე მეტი გამოყო

1 მაისი, 2015 • 1776
ერევანმა საქართველოსთან საზღვრის მოდერნიზაციისთვის 400 ათას ევროზე მეტი გამოყო

სომხეთ-საქართველოს საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტი “ბაგრატაშენი”, © HayastanNews
სომხეთ-საქართველოს საზღვარი, საკონტროლო-გამშვები პუნქტი “ბაგრატაშენი”, © HayastanNews


სომხეთ-საქართველოს საზღვრის მოდერნიზაცია 2013 წელს დაიწყო. პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 62 მილიონ ევროს შეადგენს. სომხეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მირუმიანის თქმით, პროექტის ფარგლებში მოდერნიზაცია შეეხება კიდევ ორ სასაზღვრო პუნქტს- “ბავრას” და “გოგავანს”.

სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოდერნიზაციისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 30, 316 მილიონი ევროს, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 10, 294 მილიონი ევროს საკრედიტო სახსრები გამოყვეს. ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდმა ამ პროგრამისთვის 12 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო ევროპული სტრუქტურებისა და გაეროს განვითარების პროგრამის გრანტმა 4 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი