ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსული კომპანია ყარაბაღში ოქროს მოპოვებას იწყებს

30 აპრილი, 2015 • • 1374
რუსული კომპანია ყარაბაღში ოქროს მოპოვებას იწყებს

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა გამოცემა Haqqin.az-მა კომპანია «Geologix Group»-ს მიმართვა გაუგზავნა. როგორც გამოცემა წერს, მიმართვაში წერია, რომ “დაუშვებელია მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა”. 

 

“საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთში აზერბაიჯანის საელჩომ და ასევე რუსეთის აზერბაიჯანის კონგრესმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა ზომა იმისთვის, რომ რუსულ კომპანიას აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ სამუშაოებში ხელი შეუშალონ და კომპანიის თანამშრომლებმა პატივი სცენ აზერბაიჯანის კანონმდებლობას”, – წერს გამოცემა Haqqin.az. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი