ახალი ამბები

საქართველოს ელჩი საფრანგეთში: დაუსაბუთებელ ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარისკაცებს

30 აპრილი, 2015 • • 1654
საქართველოს ელჩი საფრანგეთში: დაუსაბუთებელ ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარისკაცებს

ელჩის თქმით, სამწუხარო ფაქტია ის სკანდალი, რომელიც ფრანგულ და შემდგომ უკვე ქართულ პრესაში გავრცელდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვნების გაუპატიურების ირგვლივ.

 

“თითქოს ჩვენმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 16 წლის გოგო. ალბათ, საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა მინდა დადასტურებით განვაცხადო, რომ გაუპატიურების პერიოდად დასახელებულია 2013 წლის დეკემბარი – 2014 წლის ივნისი, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მხოლოდ 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებში ჩავიდნენ”- წერს ელჩი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

 

რამდენიმე ფრანგულმა მედიასაშუალებამ, მათ შორისაა franceinfo.fr, დაწერა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, აეროპორტის შესასვლეთან 16 წლის გოგონა გააუპატიურეს. ამავე გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მცრეწლოვნების სექსუალურ ძალადობაში ფრანგი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. 





მასალების გადაბეჭდვის წესი