ახალი ამბები

რატომ დაბნელდა თბილისში – გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

30 აპრილი, 2015 • 11469
რატომ დაბნელდა თბილისში – გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება

სააგენტოს პროგნოზით, მაისის დასაწყისში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება.

“დასავლეთ საქართველოში შემოსულმა დაბალმა ჰაერის ნაკადმა გამოიწვია ამინდის გაუარესება. ეს არის მაისის დასაწყისის არამდგრადი ამინდები. ტემპერატურის შესამჩნევი ცვლილება არ არის მოსალოდნელი. შენარჩუნდება დაახლოებით 21-22 C გრადუსი სითბო. რაც არის მაპროვოცირებელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში, ხანმოკლე ხასიათის წვიმების,”- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსი დოდო გვაზავა.

Meteo.gov.ge-ის ცნობით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში თბილისში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი