ახალი ამბები

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა

29 აპრილი, 2015 • • 1759
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა

“არ მინდა შევიდე დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან”,– განაცხადა ყიფიანმა, რომელმაც ის დაპირისპირება იგულისხმა, რაც პარლამენტის სპორტის კომიტეტს მასთან ჰქონდა. კომიტეტი ლევან ყიფიანის მუშაობით უკმაყოფილო იყო. 

 

სანამ ლევან ყიფიანი გადადგომის შესახებ განაცხადებდა, მანამდე საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც უწყებამ 2 წლისა და 6 თვის მანძილზე განახორციელა. ლევან ყიფიანმა პირდაპირ ეთერში 25 წუთი ისაუბრა. 

 

ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში ნდობის გამოცხადების შემდეგ შეიცვალა. კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. მთავრობის ახალი შემადგენლობას პრეზიდენტს პრემიერ–მინისტრი წარუდგენს, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი ახალ შემადგენლობას პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის წარუდგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი