ახალი ამბები

რუსთავი 2: ვაკეში დაჭრილი პირი დეპუტატ ხუბულურის შვილია

28 აპრილი, 2015 • • 895
რუსთავი 2: ვაკეში დაჭრილი პირი დეპუტატ ხუბულურის შვილია

ნეტგაზეთმა დეპუტატთან დაკავშირება ვერ შეძლო. მისმა თანაპარტიელმა ლერი ხაბელოვმა კი გვითხრა, რომ იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფება, სადაც დაჭრილს სამედიცინო დახმარება უტარდება. თუმცა ხაბელოვის თქმით, ჯერ დარწმუნებულები არ არინ, რომ დაჭრილი ნამდვილად ხუბულურის შვილია და ექიმის პასუხს ელოდებიან. დეპუტატი ხუბულური საავადმყოფოსთან ჯერ არ მისულა.


დღეს ვაკეში, მრგვალ ბაღთან მსუბუქ ავტომობილს გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი