ახალი ამბები

ცხინვალიდან „ჰენესის” უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

28 აპრილი, 2015 • • 1084
ცხინვალიდან „ჰენესის” უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ოფიციალური ინფორმაციითვე, ბრალდებულებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ფარულად გადმოიტანეს და შიდა ქართლის ტერიტორიაზე ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 62 969 ლარის ღირებულების 285 ერთეული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი “ჰენესი”.

 

საქმეზე, როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე 200 მუხლის მე- 2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე – 3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითავალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი