ახალი ამბები

ლუკაშენკო: უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება, რომ ერთ დიდ ოჯახში ვიცხოვროთ

23 აპრილი, 2015 • • 965
ლუკაშენკო: უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება, რომ ერთ დიდ ოჯახში ვიცხოვროთ

მისი თქმით, პრობლემები დაიძლევა და საჭიროა კონკრეტული ამოცანების დასახვა:


“ჩემ მიმართ ახალი პრობლემები არავის დაუყენებია. პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საჭირო იყო ურთიერთობა უფრო რბილად აგებულიყო. მოდით, ვნახოთ, რა იქნება ხვალ? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საქართველოს, ბელორუსსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვფიქორბთ, რომ უახლოეს მომავალში მოვძებნით ერთ პასუხს კითხვაზე, რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ შეწყდეს ეს რიტორიკა. უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება, რომ ერთ დიდ ოჯახში ვიცხოვროთ, როგორც ეს ადრე იყო. არ არსებობს წინააღმდეგობები ბელორუს, ქართველ და რუს ხალხს შორის. არსებობს გაუგებრობები პოლიტიკურ დონეზე. ისინი დაიძლევა, მაგრამ უნდა დავსვათ კონკრეტული ამოცანები და გადავდგადთ კონკრეტული ნაბიჯები. ამაზე ჩვენც ვისაუბრეთ. მე არ მაქვს უფლებამოსილება პრეზიდენტისგან, რომ გავამხილო ჩვენი შეთანხმებები, მაგრამ ახლო მომავალში თქვენ ამას გაიგებთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი