საზოგადოება

თბილისში უფრო ხშირად დადიან აღსარებაზე, ვიდრე – სოფლებში [ინფოგრაფიკა]

22 აპრილი, 2015 • • 1472
თბილისში უფრო ხშირად დადიან აღსარებაზე, ვიდრე – სოფლებში [ინფოგრაფიკა]

კვლევის ორგანიზატორების თქმით, სამიზნე აუდიტორია ოთხ სტრატად დაიყო: დედაქალაქი, დიდი ქალაქები (თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი), პატარა ქალაქები და სოფლები.

 

კვლევის მიზანი იყო შეესწავლა საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის შეხედულებები სამოქალაქო ჩართულობის, სამოქალაქო აქტივობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოხალისეობის შესახებ. კითხვარის ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდა კითხვები, რომლებიც რელიგიურ ჩართულობას უკავშირდება (“რამდენად რელიგიურად მიიჩნევთ საკუთარ თავს?”, “რამდენად ხშირად ლოცულობთ ეკლესიაში?”, “რამდენად ხშირად ლოცულობთ სახლში?”, “ბოლო 2 თვის მანძილზე რამდენად ხშირად მიიღეთ მონაწილეობა ეკლესიის/ეკლესიის ეზოს დალაგებაში?” და სხვა)

 

კვლევის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კითხვარი არ შეიცავდა შეკითხვას, თუ რომელი რელიგიური თემის წევრები იყვნენ ისინი, კითხვებმა გაზომეს მოქალაქეების რელიგიურობა კონფესიებისადმი მიკუთვნებულობის მიუხედავად. ამ კითხვებიდან მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, ნეტგაზეთმა მოამზადა ინფოგრფიკა.

 

CRRC-საქართველომ კვლევა “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” 2014 წლის 23 აპრილიდან 6 მაისამდე ჩაატარა. კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 2410 ადამიანი, შერჩევა წარმომადგენლობითი იყო და კვლევა ჩატარდა მხოლოდ საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობისაში, ვინც კარგად ფლობს ქართულ ენას.

 

საქართველოს მონაცემები, რომელიც “CRRC საქართველოს” კვლევის შედეგებს ეყრდნობა, შევადარეთ ევროპის კავშირში რელიგიურ ჩართულობას. ევროკავშირის მონაცემები სხვა კვლევითი ორგანიზაციის, eurofound.eu-ს 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვითაა შედგენილი.

რელიგიურობა საქართველოში
რელიგიურობა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი