ახალი ამბები

თბილისის განვითარების ფონდი ბეთლემის ქუჩაზე მრავალბინიან კორპუსს ააშენებს

21 აპრილი, 2015 • • 1923
თბილისის განვითარების ფონდი ბეთლემის ქუჩაზე მრავალბინიან კორპუსს ააშენებს

მერიის ცნობით, ბეთლემის ქუჩა N10-ის მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაში დაახლოებით 1 063 588 ლარი დაიხარჯება.  მშენებლობა უკვე არსებული, შეთანხმებული პროექტის მიხედვით განხორციელდება და 2015 წლის 1 დეკემბრამდე დასრულდება.  პროექტის ავტორია არქიტექტორი მაია ბუხაიძე, ხოლო კონსტრუქციული ნაწილი გია ცომაიას ეკუთვნის.

მერიის განცხადებით, ბეთლემის ქუჩა N10-ის სახლის მშენებლობა 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ ყოფილა, მაგრამ ფონდმა საკუთარი სახსრებიდან მიღებული ეკონომიითა და ფონდის მიმართ დებიტორული დავალიანებებიდან შემოსული თანხებით სახლის მშენებლობისთვის საჭირო თანხის მობილიზება შეძლო.

ბეთლემის ქუჩის N10-ში მდებარე 2-სართულიანი სახლი კულტურული მემკვიდრობის ძეგლს წარმოადგენდა, მისი დემონტაჟი 2014 წლის ზაფხულში განხორციელდა. სახლი მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და 2013 წლის ოქტომბრის თვიდან თბილისის განვითარების ფონდმა მოსახლეობის ეტაპობრივი, დროებით ქირით გამოყვანა დაიწყო.

თბილისის მერიის ცნობით, ამჟამად 13 ოჯახი სარგებლობს ბინის ქირით. ბეთლემის ქუჩა N10-ის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დასრულებისთანავე მაცხოვრებლები ახლად აშენებულ, კეთილმოწყობილ სახლებს დაუბრუნდებიან.

თბილისის განვითარების ფონდმა ბეთლემის ქუჩა N10-ში  საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა
თბილისის განვითარების ფონდმა ბეთლემის ქუჩა N10-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი