ახალი ამბები

ნადირაშვილი: გურჯაანში, მაჟორიტარის ოფისში “ქართული ოცნების” წევრები შემოგვივარდნენ

20 აპრილი, 2015 • 1061
ნადირაშვილი: გურჯაანში, მაჟორიტარის ოფისში “ქართული ოცნების” წევრები შემოგვივარდნენ

ნადირაშვილის თქმით, ოფისში სოფლის რწმუნებულები და “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრები შევიდნენ და “სპეციალური ანტიკორუფციული კომისიის” წევრებს ბიუროს შენობის დატოვება მოთხოვეს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიცია გამოიძახა, რომელიც ნადირაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში [18:42] იქ იმყოფება.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გურჯაანში “მაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარს, გიორგი ღვინიაშვილს წერილობით რამდენჯერმე მიმართა და გამგეობის შენობაში დაკავებული ფართის განთავისუფლება მოთხოვა. ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ დაკავებული ფართი მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს.

 

 

“დღემდე ისე არიან მაგ ფართში განთავსებული, კაპიკს არ იხდიან, არც გადაუხდიათ. ჩვენ მოთხოვნა გვაქვს გაგზავნილი, გვჭირდება ოთახები, რადგან ჩვენი თანამშრომლები ვერ ეტევიან. მივმართეთ, გაანთავისუფლონ ეს ფართი”,– ამბობს “კურიერთან” საუბრისას გივი გერგიძე, გურჯაანის გამგებელი. 

 

ირმა ნადირაშვილის თქმით კი, საჯაროო რეესტრში ეს ფართი “ნაციონალური მოძრაობის” სახელზეა რეგისტირებული:

 

“ჩვენ კი გავალთ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტს ამას”,- ამბობს ნადირაშვილი.

 

ფოტო: სპეციალური ანტიკორუფციული კორუფცია
ფოტო: სპეციალური ანტიკორუფციული კორუფცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი