ახალი ამბები

ქედის „ბეთლემის“ ფეხბურთელს ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა

6 აპრილი, 2015 • 1087
ქედის „ბეთლემის“ ფეხბურთელს ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა

ქედის „ბეთლემის“ მთავარი მწვრთნელი ავთო კუნჭულია ადასტურებს, რომ არჩილ ფარტენაძეს წლების განმავლობაში ჰქონდა გულის პრობლემა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

 

„ჩვენ, ფეხბურთელები ყოველ ექვს თვეში ერთხელ გავდივართ სამედიცინო შემოწმებას. არჩილმაც გაიარა ეს შემოწმება და ექიმმა უთხრა, რომ შეეძლო ვარჯიშის გარგძელება“, – ამბობს ავთო კუნჭულია.

 

ფოტო: „ბეთლემის“ ფეისბუქგვერდიდან
ფოტო: „ბეთლემის“ ფეისბუქგვერდიდან

ასევე გუნდის მთავარი მწვრთნელის ინფორმაციით, რაც მისთვის ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ გამხდარა ცნობილი, არჩილ ფარტენაძე ყოველდღიურად იღებდა სხვადასხვა სახის აბებს. „ბიჭებმა თქვეს, რომ ორი თვის წინ შეუწყვეტია აბების მიღება, უთქვამს – ვარჯიშით უნდა გადავლახოო“.

 

როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, არჩილ ფარტენაძეს გული გაუჩერდა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ქედის საფეხბურთო გუნდი „ბეთლემი“ პირველ ლიგაში თამაშობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი