ხელოვნება

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გია სურამელაშვილის კონცერტი აღარ გაიმართება

4 აპრილი, 2015 • 1356
ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გია სურამელაშვილის კონცერტი აღარ გაიმართება

გიორგი მიქელაძის თქმით, ფესტივალში ძირითადად ბათუმელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება გია სურამელაშვილს, მუსიკალური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მასთან მიდიოდა მხოლოდ მოლაპარაკება და სავარაუდო ჰონორარი 3 500 ლარი იყო.  

 

„ამ ჰონორარში შედიოდა სასტუმროს და სატრანსპორტო ხარჯები, მაგრამ ეს იყო მოლაპარაკების სტადიაში და ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა. ამჯერად ჩავთვალეთ, რომ ამ ფესტივალზე იქნება აქცენტი ბათუმელ და წარმოშობით ბათუმელ შემსრულებლებზე. ჩვენ ყოველთვის ვართ ძიების პროცესში, მაინტერესებს, რა ფორმა შეიძლება მოიძებნოს, რომ ბენზეში მოვიყვანოთ ხალხი. ყველაფერი იყო მოლაპარაკების სტადიაში. ჩვენც ვსწალობთ, გვაინტერესებს, კონცერტს როცა ვატარებთ, მოვა თუ არა ხალხი, ჩვენ ვერ ვიქნებით პარაზიტი, დოტაციაზე, ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიზიდოთ ხალხი და შემოსავალი ვაჩვენოთ.“

 

რაც შეეხება აფიშას, რომელზეც მითითებული იყო კონცერტის თარიღიც – 17 აპრილი, გია სურამელაშვილის სოლოკონცერტი- გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ აფიშა მხოლოდ ელექტრონული სახით იყო დამზადებული და საზოგადოებრივი აზრის შემოწმებას ისახავდა მიზნად. 


ბათუმის სახელწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორმა ფესტივალის ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფესტივალის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს თანხა ბათუმის სახელწიფო მუსიკალური ცენტრის წლიური ბიუჯეტია. 


„გაზაფხულის ფესტივალის“ ბიუჯეტი კი, გიორგი მიქელაძის განმარტებით, 31 400 ლარია. „გაზაფხულის ფესტივალი“ ბათუმში 16-24 აპრილს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი