ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: 300 ერთეული ყალბი NOKIA-ს გაყიდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

4 აპრილი, 2015 • 981
საგამოძიებო სამსახური: 300 ერთეული ყალბი NOKIA-ს გაყიდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,  ბრალდებულმა ჩინური წარმოების 300 ერთეულ მობილურ ტელეფონზე სასაქონლო ნიშანი შეცვალა “NOKIA”-ს სასაქონლო ნიშნით, რომლის შემდგომ კი ტელეფონები 6600 ლარად გაყიდა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.

 

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტზე, ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელი, ნათია ახალბედაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ჩინური წარმოების 300 ერთეულ მობილურ ტელეფონზე მოახდინა სასაქონლო ნიშნის შეცვლა “NOKIA”-ს სასაქონლო ნიშნით, რომლის შემდგომაც მოახდინა მისი რეალიზაცია 6600 ლარად.დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.

Posted by ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური on Friday, April 3, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი