ახალი ამბები

აპატურაი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებენ

30 მარტი, 2015 • • 1161
აპატურაი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებენ

ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ამით უპასუხა შეკითხვას, როგორ უნდა დაიცვას საქართველომ რუსეთისგან თავი ნატოში გაწევრიანებამდე.


“მე ვიტყოდი, რომ ზემოხსენებულ სამ ქვეყანას შორის საქართველო ნატოდან ყველაზე მეტ დახმარებას იღებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის. საქართველოში ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს  და სკოლას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის, მივავლენთ ექსპერტებს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და წელს გავმართავთ ნატოს წვრთნებს პარტნიორებისთვის საქართველოში. საქართველოში არსებითად იქნება უფრო მეტი ნატო ვიზუალურადაც და კონკრეტული მხარდაჭერის კუთხითაც. თუ ნატოს წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ საქართველოს დახმარებას ტრენინგებისა თუ აღჭუვილობის თვალსაზრისით, ეს იქნება ჩვენი მცდელობის დამატება”, – განაცხადა აპატურაიმ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი