ახალი ამბები

ღარიბაშვილ: პროექტი “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” რეგიონებს განავითარებს

27 მარტი, 2015 • • 1294
ღარიბაშვილ: პროექტი “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” რეგიონებს განავითარებს

“მინდა, წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომლის მიზანია რეგიონების გაძლიერება და ფეხზე დაყენება, ადგილობრივი ბიზნესმენის ხელშეწყობა. პროექტის სახელწოდებაა “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” და მიმართულია ჩვენი რეგიონების სტრატეგიული, ეკონომიკური განვითარებისკენ, შეჩერებული და მიტოვებული საწარმოების აღდგენა-ამუშავებისკენ, რეგიონების მოსახლეობის დასაქმებისკენ” – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში ბიზნესთან შეხვედრისას გააკეთა.

 

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში შემოვიდა 59 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არის მთავარი პროექტი რეგიონში: 

 

“ორ წელიწადში განავახორციელეთ 69 მლნ-ის ღირებულების 63 პროექტი.  ამჟამად ხორცილედება 272 მლნ-ის ღირებულების 26 პროექტი. ასევე 166 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა პროექტები. სულ დაფინანსდა 453 პროექტი და ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 6 მილიონი ლარი. მესამე კომპონენტის ფარგლებში გავეცით შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისათვის. სულ დაფინანსდა 8 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 46 პროექტი.”

 

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმაროს საგაზაფხულო სამუშაოებში:


“2013 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 97 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 24 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და მიწის სამუშაოების სახით. გასულ წელს 100 ათასზე მეტ ბენეფიციარს დავეხმარეთ და მათ, ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი დახმარება მიიღეს სახელმწიფოსგან. მიმდინარე წელს ასევე 100 ათასზე მეტ ბენეფიციარს ვეხმარებით სამეგრელოში და ამისათვის გამოყოფილია 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სარგებელი. მე მინდა აქვე გითხრათ აგროდაზღვევის პროექტის შესახებაც. 2014 წლის სექტემბრიდან, პირველად საქართველოში, ფერმერებს საკუთარი მოსავლის დაზღვევის საშუალება მიეცათ და ეს სამეგრელოს მაგალითითაც კარგად ჩანს – რეგიონში გაცემულია 1169 პოლისი; დაზღვეულია 1554 მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი 1000 ჰექტარზე მეტია; დაზღვეული მოსავლის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა. რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, – დაგეგმილია 124 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი და 33-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია”. 

 

„ჩვენ გვინდა, რომ ეს რეგიონი გახდეს სამაგალითო, სამეგრელოში არის უზარმაზარი პოტენციალი, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური რესურსი, რომელსაც სჭირდება ეფექტიანი გამოყენება. გასულ წელს ჩვენი ძალისხმევითა და ბიზნესის დახმარებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვიდა სამეგრელოში. წელს ველოდებით უფრო მეტს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი