ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის რაიონის სკოლები აფხაზური პროგრამით სწავლებაზე გადადიან

26 მარტი, 2015 • • 1329
გალის რაიონის სკოლები აფხაზური პროგრამით სწავლებაზე გადადიან

აფხაზური მხარის ინფორმაციით, მომავალი სასწავლო წლისთვისთვის სწავლების აფხაზურ პროგრამაზე გალის რაიონის თერთმეტი სკოლა გადავა. 

 

“იზრდება თაობა, რომელმაც ჩვენთან ერთად უნდა ააშენოს აფხაზური სახელმწიფო, რომელიც საქართველოსკენ არ უნდა იწევდეს. ისე მოხდა, რომ რაიონის 11 სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს”, – ამბობს ნადარაია.

 

მისივე თქმით, სწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ ქართულ ენაზე სწავლობდნენ, აფხაზეთს სარგებელს ვერ მოუტანენ.

 

ნადარაია ამბობს, რომ ამ სკოლების შესაბამისი ლიტერატურით უზრუნველყოფისთვის დაახლოებით ერთი მილიონი რუბლი იქნება საჭირო. მან მკაცრად დაავალა გალის რაიონის განათლების განყოფილებას, რომ რაიონის ყველა სკოლა მომავალი წლიდან განათლების აფხაზურ სისტემაზე გადაიყვანონ და სწავლება მხოლოდ იმ სახელმძღვნელოებით შემოიღონ, რომლებსაც აფხაზეთის განათლების სამინისტრო დაამტკიცებს. 

 

Sputnik-ის ინფორმაციით, მანამდე რაულ ხაჯიმბა გალის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც მას აჩვენეს სასკოლო სახელმძღვანელოები, სადაც დასურათებული იყო ერთი მხრიდან აფხაზეთი, მეორე მხრიდან საქართველო და მათ შორის რუსული დათვი, რომელიც ამ ქვეყნებს ათამაშებს. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი