ახალი ამბები

WHO-ს ექსპერტი: C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს მუდმივად დავეხმარებით

26 მარტი, 2015 • • 1133
WHO-ს ექსპერტი: C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს მუდმივად დავეხმარებით

“ეს არის პირველი პრეცედენტი, სადაც მიზანი C ჰეპატიტის სრული ელიმინაციაა. ვულოცავ საქართველოს მთავრობას ამ წამოწყებას. ჩვენი მხრიდან მუდმივად მზად ვართ, ყველა ასპექტში დახმარება გავუწიოთ საქართველოს. ამჟამად შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო კოლაბორაცია გვაქვს და მომავალშიც გვექნება რეკომენდციები, დისკუსიები და ურთიერთობა”, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დღეს, 26 მარტს ჰენდ ჰარმანსმა.

 

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა, ასევე, აშშ-ის ატლანტის შტატის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ფრანცისკო ავერჰოფმა. 

 

“საქართველო ამ მხრივ ლიდერია. უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს პროგრამა იმიტომ, რომ ძალიან მაღალია C ჰეპატიტის გავრცელება. საერთაშორისო პარტნიორების დახმრებით ეს პროგრამა წარმატებით განხცორციელდება”, – ამბობს ფრანცისკო ავერჰოფი, რომელიც ასევე ორდღიან პრესკონფერნეციაზე თბილისში ჩამოვიდა.  


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს და ხვალ, 27 მარტს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მოკლე სამოქმედო გეგმას და პროგრამის ძირითადი დეტალებს იხილავენ. 

 

ორდღიან ვორქშოფში მონაწილეობას ასევე იღებენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ექსპერტები.

 

C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის მწარმოებელ კომპანია “გილეადს”, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებას ხელი 21 აპრილს მოეწერება. ოფიციალური ინფორმაციითვე, ხელმოწერიდან უახლოესი დღეების განმავლობაში უკვე მედიკამენტის პირველი პარტია შემოვა იმ ხუთი ათასი ადამიანის სამკურნალოდ, ვისაც კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად სჭირდება.


საერთაშორისო ექსპერტები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე; ფოტო: ncdc
საერთაშორისო ექსპერტები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე; ფოტო: ncdc

მასალების გადაბეჭდვის წესი