ახალი ამბები

უსუფაშვილი: შესაძლოა ჩვენი ხელისუფლება ვერ არის წინამორბედივით ეფექტური

26 მარტი, 2015 • • 791
უსუფაშვილი: შესაძლოა ჩვენი ხელისუფლება ვერ არის წინამორბედივით ეფექტური

“შესაძლოა ჩვენი ხელისუფლება ვერ არის ისეთი ეფექტური, ანუ სწრაფად საქმეების მომგვარებელი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა სახელმწიფოს მშენებლობა და სახელისუფლებო სისტემის გამაგრება,” – განმატრა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

“რატომ არის მთავრობა ნაკლებად ეფექტური? მჯერა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ სახელმწიფოს აშენება ვცადეთ. და თუ სახელმწიფოს აშენება გვინდა, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ინსტიტუტები უნდა განვითარდეს. უნდა მივცეთ საშუალება მოსამართლეებს, რომ შეცდომები დაუშვან, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად მივუთითოთ მათ, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეცდომებს არ დაუშვებენ.

 

ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადგილობრივ მთავრობებს, რომ დაუშვან შეცდომები, რადგან შეცდომების გარეშე ისინი ვერ ისწავლიან, თვითონ როგორ უნდა განახორციელონ მმართველობა. ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენ თუ გვინდა სახელმწიფო ავაშენოთ, აუცილებელია გავაძლიეროთ ინსტიტუტები და მივცეთ შესაძლებლობა პრეზიდენტს, ჰქონდეს თავისი აზრი, რომელსაც ხანდახან არ დავეთანხმებით. და როდესაც არ დაეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებებს, შეიძლება ვეტო დაადოს, რაც ადრე იყო წარმოუდგენელი. ადრე ერთი მინისტრი თუ იტყოდა რამე განსხვავებულს, ან ერთი ინსტიტუტი თუ სხვა რამეს იტყოდა, ან სხვაგვარად მოიქცეოდა, მაშინ ეს იყო დასასრულის დასაწყისი, იმიტომ, რომ მთავრობის მონოლითური სტრუქტურა ეგრევე დაიშლებოდა. მე არ ვამბობ, რომ ჩვენი მიდგომა სრულყოფილია იმიტომ, რომ კი, გვაქვს პრობლემები და, რა თქმა უნდა, გაუმჯობესება აუცილებელია დემოკრატიის კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის მხრივ, მაგრამ ეს არის ჩვენი მიდგომა და სწორედ ამიტომ ალბათ აჯობებს, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბებას ნაცვლად იმისა, რომ ზედმეტად ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ ეს გზა უნდა ავაშენოთ, ან ეს სერვისი მივაწოდოთ და ა.შ.” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საერთაშორისო კონფერენციაზე – „დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი