ახალი ამბები

პრემიერი: 21 აპრილს გაფორმდება ხელშეკრულება C ჰეპატიტზე და დაიწყება წამლების გაცემა

26 მარტი, 2015 • • 1850
პრემიერი: 21 აპრილს გაფორმდება ხელშეკრულება C ჰეპატიტზე და დაიწყება წამლების გაცემა

“დღეს, ჩვენი პრესკონფერენციის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში. ჩამოსული არიან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელები, რათა საბოლოოდ განისაზღვროს უპრეცედენტო მოვლენის სამოქმედო გეგმა და მოხდეს მისი გაცნობა საზოგადოებისთვის. თავდაპირველად, როცა ქვეყნის შერჩევა ხდებოდა, მთავარი კრიტერიუმი იყო სტაბილური პოლიტიკური ვითარება და მთავრობის ნება – ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტული. 21 აპრილს საქართველოს მთავრობა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და კომპანია “გილიარდი” ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას და უახლოეს დღეებში დაიწყება პირველი პარტია პრეპარატების გაცემის, რომელიც ამ ეტაპზე გათვლილი არის ყველაზე მძიმე 5 ათას პაციენტზე და შემდეგ ათობით ათას ადამიანზე. რომლებსაც მიეცემათ განკურნების საშუალება”, – განაცხდა ღარიბაშვილმა. 

 

პრემიერის თქმით, ეს არის მნშვნელოვანი პროექტი ხელშესახები შედეგებით. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 24 მარტს განაცხადა, რომ ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიასთან “გილეადი” ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ C ჰეპატიტის მქონე ადამიანების გარკვეული ნაწლი სოფოსბუვირით მკურნალობას დაიწყებს. 

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, 27-28 მარტს ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის, თუ რას აიღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო მკურნალობის პერიოდში , როგორი იქნება პროგრამაში პაციენტების ჩართვის კრიტერიუმები, როგორი იქნება დიაგნოსტიკის მეთოდები და ა.შ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი -   EPA/STEPHANIE LECOCQ
ირაკლი ღარიბაშვილი – EPA/STEPHANIE LECOCQ

მასალების გადაბეჭდვის წესი